.jpg)
მედიცინის აზრი
მხოლოდ
ფაქტია ის, რომ ეს არ არის ავადმყოფობა! ამის მკურნალობა არანაირი ხერხით, საშუალებითა და ცდით არ შეიძლება და შეუძლებელიც კი არის! ლგბტ ადამიანთა განსხვავებული ორიენტაცია დაახლოებით 12 წლის ასაკიდან გამომჟღავნდება.
აღსანიშნავია
ისიც, რომ მაგალითად მამაკაცი (აღნიშნულ ასაკში) არ არის აუცილებელი თამაშობდეს თოჯინებით და გოგონათათვის განკუთვნილი სათამაშოებით, უბრალოდ შესაძლოა მას შეეცვალოს ხმა, ჰქონდეს უფრო ნაზი ქცევები, მოსწონდეს უფრო მეტად გოგონებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ბიჭი, აუცილებლად ჰომოსექსუალია. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანთა განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია არ ყალიბდება ზემოთ აღნიშნულ ასაკში, უბრალოდ ის ამ დროს ჰპოვებს გამოვლენას. ჰომოსექსუალსა და ჰეტეროსექსუალ ადამიანებს შორის არ არსებობს არანაირი განსხვავება, გარდა ორიენტაციისა, ისინი აბსოლუტურად იდენტურები არიან ერთმანეთის, აქვთ ერთნაირი შესაძლებლობები,
გრძნობები
და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა მეტ-ნაკლებობის გათვალისწინებით,
ანუ ისე, როგორც ჩვეულებრივი ორიენტაციის პირებს შორის არსებობს განსხვავებულობა
შესაძლებლობებში,
ასევეა სექსუალურ უმცირესობათა შორისაც.
Комментариев нет:
Отправить комментарий