воскресенье, 18 мая 2014 г.

ერთსქესიანთა ქორწინება

ისტორია ადამიანთა ჯგუფი, რომელთა სექსუალური იდენტურობა და ორიენტაცია განსხვავდება საზოგადოების უმრავლესობისაგან წარმოადგენენ სექსუალურ უმცირესობებს. ეს ტერმინი 1960 წლიდან ჩნდება. მაგალითისათვის ადრეული აღმოსავლური ინფორმაცია ლესბოსელური ურთიერთობის შესახებ მოდის ძველი საბერძნეთიდან. ესეთი სახის ურთიერთობები ჯერ კიდევ პლატონის დროსაც იყო, პლატონი წერდა ამის შესახებ რომელი ნაშრომებიც გვიანდელ პერიოდში აიკრძალა, ეს ურთიერთობა იყო საფუძველი კაცის თავისუფალი ცხოვრებისა.სწორედ ამ თემის გარშემო არსებობს სხვადასხვა აზრი, ერთნი ამბობენ, რომ არ უნდა იყოს ლგბტ პირებს შორის ქორწინება ნებადართული,
მეორენი ფიქრობენ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციაა ყველაზე მნიშვნელოვანი წამოჭრილ საკითხთან მიმართებაში და ზოგიერთის აზრით კი, ამ პირებს უნდა ჰქონდეთ ქორწინების უფლება განსახილველ პრობლემასთან მიმართებაში აუცილებელია ვიცოდეთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია.„სექსუალურ უმცირესობებს, ეკლესია უყურებს, როგორც სულიერად ავადმყოფ ადამიანებს, რომლებსაც სერიოზული პრობლემა აქვთ. მათ შეუძლიათ აღსარება ჩააბარონ და შემდგომში ეკლესიაშიც იარონ, თუკი რა თქმა უნდა ისინი ბრძოლას დაიწყებენ ამ ცოდვასთან.“   mamadavitis sityvebi.
     მედიცინის აზრი

მხოლოდ ფაქტია ის, რომ ეს არ არის ავადმყოფობა! ამის მკურნალობა არანაირი ხერხით, საშუალებითა და ცდით არ შეიძლება და შეუძლებელიც კი არის! ლგბტ ადამიანთა განსხვავებული ორიენტაცია დაახლოებით 12 წლის ასაკიდან გამომჟღავნდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითად მამაკაცი (აღნიშნულ ასაკში) არ არის აუცილებელი თამაშობდეს თოჯინებით და გოგონათათვის განკუთვნილი სათამაშოებით, უბრალოდ შესაძლოა მას შეეცვალოს ხმა, ჰქონდეს უფრო ნაზი ქცევები, მოსწონდეს უფრო მეტად გოგონებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ბიჭი, აუცილებლად ჰომოსექსუალია. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანთა განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია არ ყალიბდება ზემოთ აღნიშნულ ასაკში, უბრალოდ ის ამ დროს ჰპოვებს გამოვლენას. ჰომოსექსუალსა და ჰეტეროსექსუალ ადამიანებს შორის არ არსებობს არანაირი განსხვავება, გარდა ორიენტაციისა, ისინი აბსოლუტურად იდენტურები არიან ერთმანეთის, აქვთ ერთნაირი შესაძლებლობები, გრძნობები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა მეტ-ნაკლებობის გათვალისწინებით, ანუ ისე, როგორც ჩვეულებრივი ორიენტაციის პირებს შორის არსებობს განსხვავებულობა შესაძლებლობებში, ასევეა სექსუალურ უმცირესობათა შორისაც.

Комментариев нет:

Отправить комментарий