თაქთაქიშვილი უსუფაშვილის განცხადებით უკმაყოფილოა
აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით უკმაყოფილოა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი.
უსუფაშვილმა აფხაზეთის მოვლენებით შეშფოთება გამოთქვა - „ჩვენ ერთნაირად გვაღელვებს მშვიდობა და სტაბილურობა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, ჩვენი იურისდიქცია იქ ვრცელდება თუ არა და მე ვისურვებ რომ ყველაფერი დასრულდეს ისე, რომ მოახლეობას არ შეექმნას არანაირი საფრთხე".
„ეს არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება!! იმის მაგივრად, რომ მიმართავდეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებს, რომ საქმის კურსში ჩააყენოს ისინი ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდის განახლების საშიშროების თაობაზე, მოუწოდებდეს მათ უზრუნველყოს ევროკავშირის მონიტორების, ერთადერთი უფლებამოსილი საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლების შეშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ დაუშვან ეთნიკური წმენდის ახალი ტალღა და ქართველების დისკრიმინაცია, ამის მეტს ვერაფერს ამბობს!! ნუ, რა თქმა უნდა, ის ხომ ზაქარეიშვილის და ქართული ოცნების პოლიტიკური კურსის თანაავტორია!“, - წერს თაქთაქიშვილი „ფეისბუქში“.
ცნობისათვის, აფხაზეთში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას ხელმძღვანელობით დე-ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საკადრო ცვლილებები განახორციელა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ გალისა და ტყვარჩელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები გაათავისუფლა. სააგენტო "აპსნიპრესის" ინფორმაციით, ტყვარჩელის რაიონის ადმინისტრაციის უფროს თემურ გოგუას დროებით მოვალეობის შემსრულებელად მისივე მოადგილე ზურაბ არგუნია შეცვლის. რაც შეეხება გალის რაიონის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ბესლან არშბას, რომელიც ასევე გათავისუფლდა, მის მოვალეობას ვახტანგ მაანი შეასრულებს.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტს, ასევე, წარუდგინა ინიციატივა დე ფაქტო გენერალური პროკურორის საფარბეი მიკანბას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ზემოაღნიშნული თანამდებობის პირების გათავისუფლება იყო ეთნიკურად ქართველ მოქალაქეებზე "აფხაზური პასპორტების" უკანონოდ გაცემის მოტივით.
საგანელიძე: ნუ გავაღიზიანებთ ისევ იმ დათვს, თუ არ ვიცი, კიდევ რას შევადარო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანალიძე ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„დეფაქტო ხელისუფლებაში, სამაჩაბლოში იქნება თუ აფხაზეთში, რა თქმა უნდა, სერიოზული გავლენა რუსულ პოლიტიკას გააჩნია, ამას ყველა ვაღიარებთ და ყველამ ვიცით. მაგრამ, მოდი ჩვენ ამაზე დაწოლებს ნუ გავაკეთებთ და ამითი ნუ გავაღიზიანებთ ისევ იმ დათვს, თუ არ ვიცი კიდევ რას შევადარო, რომელმაც, შეიძლება ჩემს სისხლს და ხორცს სამაჩაბლოში თუ აფხაზეთში, იმ ოჯახებს, სერიოზული პრობლემები შეუქმნას“,-აცხადებს საგანელიძე.
ცნობისთვის, აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ იგი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით ტოვებს თანამდებობას.
შეგახენებთ, რომ ანქვაბის ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, 27 მაისს სოხუმში საერთო სახალხო კრება გაიამრთა რომელსაც ოპოზიციის ინფორმაციით, 10 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. 29 მაისს აფხაზური „პარლამენტი“ ანქვაბის გადასაყენებლად შეიკრიბა, თუმცა უნდობლობა მხოლოდ პრემიერ ლეონიდ ლაკერბაიას, „პრეზიდენტს“ კი ნებაყოფლობით გადადგომის თხოვნით მიმართა.
ოპოზიცია ანქვაბს კორუფციაში, რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში, ეკონომიკის არაეფექტურ მართვასა და ძალაუფლების გადამეტებაში ადანაშაულებდა.
კალაძე: არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთი აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში ჩარეულია
იცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ჩართულობაზე საუბრობს.
„არის საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ, რა თქმა უნდა, რუსეთი ჩარეულია ამ პროცესებში. ჩვენ ვაკვირდებით იქ მიმდინარე სიტუაციას, რეალობას და რა თქმა უნდა, განვიცდით იმას, რომ სიტუაცია არ აირიოს და არ დაიძაბოს“,-აცხადებს კალაძე
ოპერის თეატრში კრიზისი ამოწურულია
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასი 15 კაციანი სამხატვრო საბჭოს დაკომპლექტების წესზე შეთანხმდა. დღევანდელი შეხვედრა, რომელიც რამდენიმე საათს გრძელდებოდა, კონკრეტული გადწყვეტილებით დასრულდა.
თეატრის სამხატვრო საბჭოში შევა გუნდის სამი წარმომადგენელი, ორკესტრის - სამი, ვოკალისტების - სამი, ბალეტის დასის - 3, კონცერტმეისტერების - 1 წარმომადგენელი, მთავარი დირიჟორი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. კანდიდატებს შორისაა ნინო ანანიაშვილიც. აღნიშნული კანდიდატურები ერთი წლის ვადით აირჩევიან.
19 იანვარს, თეატრის სამხატვრო საბჭოს შემადგენლობა საბოლოოდ ჩამოყალიბდება, რის შემდეგაც, უკვე დაკომპლექტებული სამხატვრო საბჭო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსს გამოაცხადებს. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად ნებისმიერმა მსურველმა სამხატვრო საბჭოს უნდა წარუდგინოს საკუთარი სამოქმედო პროგრამა - როგორ აპირებს იგი თეატრის განვითარებას.
სამხატვრო საბჭო შეარჩევს კანდიდატებს, რის შემდეგაც, თეატრის დასი სრული შემადგენლობით, ფარული კენჭისყრით, მიიღებს გადაწყვეტილებას და აირჩევს ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თეატრის დასსა და სამხატვრო ხელმძღვანელ გიორგი ჟორდანიას შორის დაპირისპირების შედეგად ჟორდანიამ თანამდებობა დატოვა
დასსა და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის დაპირისპირებაში ჩაერთო კულტურის სამინისტრო. მინისტრმა გურამ ოდიშარიამ რამდენიმე შეხვედრა გამატრთა როგორც დასის წარმომადგენლებთან, ასევე გიორგი ჟორდანიასთანაც. ჟორდანიამ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, სწორედ, მინისტრის კაბინეტიდან აცნობა.
ჟორდანიას მომხრეები კულტურის მინისტრთან შეხვედრაზე არ დაუშვეს
რამდენიმე წუთის წინ, კულუტრის სამინისტროში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ის სოლისტები მივიდნენ, რომლებიც სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ჟორდანიას მომხრეებად ასოცირდებიან. მათ იმ შეხვედრაზე დასწრება სურდათ, რომელიც თითქმის ორი საათია მიმდინარეობს მინისტრ გურამ ოდიშარიას და გია ჟორდანიას მოწინააღმდეგე დასის წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს უარი იმ მოტივით ეთქვათ, რომ მინისტრი გიორგი ჟორდანიას მომხრეებს დღეს დილით უკვე შეხვედრა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ოპერის სოლისტმა მაყვალა ასპანიძემ განაცხადა, დასის ნაწილის პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ჟორდანიამ ხელფასები დააბალანსა.
"როცა ჟორდანია მოვიდა, თეატრში ბევრი პრემიერა დაიდგა, მას ბევრი გეგმა აქვს. ჩემი აზრით, უმრავლესობამ ამ შრომას ვერ გაუძლო და მის წინააღმდეგ იმიტომ წავიდნენ", - განაცხადა ასპანიძემ.
ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაპირისპირება დასსა და სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი ჟორდანიას შორის 10 იანვრიდან დაიწყო. დასი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.
დასის წევრებმა აღნიშნული მოთხოვნით აქციაც გამართეს.
"ხშირად მაკრიტიკებენ უსამართლოდ, მაგრამ არიან გულწრფელი, ნორმალური ადამიანები"
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს თამარ ჟვანიას არ იცნობს, მაგრამ კოჟორიძის, ლომჯარიასა და გიგაურის მსჯელობას ენდობა.
"მე შევთავაზე კახა კოჟორაძეს ნინო ლომჯარიასა და ეკა გიგაურს. რომ გითხრათ, მზე და მთვარე ამომდის ამ სამზე-მეთქი, ასე არაა. ისინი ხშირად მაკრიტიკებენ უსამართლოდ, მაგრამ არიან გულწრფელი, გულანთებული, ნორმალური ადამიანები. მესიმპათიურება ეს ხალხი. მიხუედავად იმისა, რომ ვიცნობ ტელევიზორით. თუ თვითონ არ მოინდომეს და სხვა წარმოადგინეს, მათ მსჯელობას უნდა ვენდო", - აცხადებს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი: „ხარატიშვილის გადადგომა თავისთავად არაფერს არ ნიშნავს“
სალომე ზურაბიშვილი თავის ფეისბუკის-ის გვერდზე ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილი ადადგომას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხარატიშვილის გადადგომა თავისთავად არაფერს არ ნიშნავს.
„რამდენიმე დღის წინ, როდესაც ხარატიშვილმა გამოთქვა აზრი, ვითომც არ მაქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მე არ ვიყავი მისი მოპასუხე, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციები (საქართველოს იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები ISFED...), რომლებმაც გააკეთეს განცხადებები, რომ ჩემთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების წართმევა არ იქნებოდა კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება; ამიტომ არ გამოვეხმაურე და არ ვუპასუხე ხარატიშვილს და არ შევედი დავაში, რომელიც სათავეშივე და საფუძველშივე იყო მცდარი. არ გავაკეთე ცესკოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის შეხედულებების შეფასება ასევე, რადგან ჩატარებულ არჩევნებზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ძველი შემადგენლობით, არაერთხელ გაყალბებული არჩევებით ან თუნდაც ახალი თავმჯდომარით) არამედ დღევანდელ ხელისუფლებას რამეთუ მან აიღო თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების ვალდებულება. ხარატიშვილის გადადგომა თავისთავად არაფერს არ ნიშნავს, თუ არ გადაიხედება კანონის და კონსტიტუციის ყალბი ინტერპრეტაციები (უკანონო ხელოვნური შეზღუდვა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ), რომელიც ხელისუფლებას უქმნის ძალიან ცუდ ფონს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“ - აცხადებს ზურაბიშვილი.
ცესკო: ცესკო-ს ხელმძღვანელის ცვლილება საარჩევნო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს
საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.
საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ცესკო დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც კვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული და მისი ხელმძღვანელის ცვლილება საარჩევნო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს, ასევე ცნობილია, რომ ცესკოს ყველა თანამშრომელი, მუშაობას აგრძელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა საარჩევნო პროცედურა გამჭვირვალედ, სამართლიანად და კანონის შესაბამისად ჩატარდება.
„ჩვენთვის დასანანია ბატონი ზურაბის გადაწყვეტილება, თუმცა მასთან ერთად განხორციელებულმა გარდაქმნებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადმინისტრაციის მართვის სისტემა და შესაბამისად, ამ მიმართულებით სირთულეები მოსალოდნელი არ არის." - ნათქვამია განცხადებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий